ქურდობა

არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პარლამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დავაკავეთ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები