ოკუპირებული გალი

კაპანაძე: სისულელეა, რომ ადამიანმა დაკითხვის ოთახში, 30-წუთიანი შესვენებისას თავი ჩამოიხრჩო

ის ვერსია, რაც ისმის არის არადამაჯერებელი ბუნებრივია, ჯერ შინაარსობრივად უცნაურია და ამის გარდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვიცით, იქ როგორი დამოკიდებულება აქვთ, მაქსიმალურად ცდილობენ ხოლმე, რომ მომხდარი დააბრალონ მსხვერპლს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ უმოკლეს ვადაში გაირკვეს რა ხდება, ვისი ბრალეულობა არის, რეალურად რა მოხდა და მერე უკვე უნდა იყოს კონკრეტული ზომები მიღებული, მათ შორის იმ კუთხით, რომ დადგინდეს ვინ არიან პასუხილგებელი პირები. მათი შავ სიაში ჩასმა მოხდეს, ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში, მათ მიმართ ამოქმედდეს სანქციები და მთელი ეს ინსტრუმენტები უნდა ჩაირთოს, თუმცა ჯერ უნდა დადგინდეს ზუსტად რა მოხდა. და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ვიღაცამ პირდაპირ ჩაყლაპოს ეს ვერსია, რომ აი, თურმე, საღსალამათმა ადამიანმა რუსეთის ბაზაზე დაკითხვის ოთახში, ნახევარსაათიანი შესვენების დროს ჩამოიხრჩო თავი, სისულელეა სრული. პირველ რიგში უნდა გადმოასვენონ ცხედარი ბუნებრივია, რაც შეიძლება მალე, უნდა ჩატარდეს ესაპერტიზა, და თუ ეს ყველაფერი გაჭიანურდა, მთელი საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ ამ ყველაფერში მოზიდული, რომ მათი მონაწილეობით გაირკვეს ყველაფერი. მე არ ვიცი რა მოხდა, ვიცი რომ ის ვერსია, რომელიც გაჟღერდა, როგორც თავის დროზე ტატუნაშვილის შემთხვევაში იყო არადამაჯერებელი და შემდეგ აღმოჩნდა რომ არ იყო მართალი, ზუსტად ასევე არადამაჯერებელია ჩემთვის ეს ვერსია, რომ უცებ ადამიანი დაკითხვაზე იკლავს თავს.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

კომენტარები