ოკუპირებული გალი

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გადმოასვენეს

პირველი არხი

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. როგორც სუს-ში ტაბულას უთხრეს, "ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა და უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოსვენებული".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ გუშინ გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული. სუს-ი ამ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებდა.

კომენტარები