ლიონელ მესის დაბრუნება

ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში განსაკუთრებული პირობებით ბრუნდება

კატალონიის ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება და მარტის ბოლოს, ამხანაგურ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. 26 მარტს, მაროკოში, "ალბისელესტე" ადგილობრივ ნაკრებთან ისპარინგებს და მესის გამოჩენაც ამ შეხვედრაში იგეგმება.

არგენტინელებმა მასპინძელ მხარეს განსაკუთრებული პირობები წაუყენეს. Le360.ma-ს ცნობით, მაროკოელ ფეხბურთელებს მესის წინააღმდეგ უხეში თამაში ეკრძალებათ. გარდა ამისა, მათ ბარსელონას ვარსკვლავთან არც ფოტოს გადაღება და არც მაისურის გაცვლა შეეძლებათ. აკრძალვა ვრცელდება გულშემატკივრებზეც.

გარდა ამისა, მაროკოში გასამართი მატჩის ორგანიზატორებმა არ უნდა გაასაჯაროვონ ის სასტუმრო, სადაც არგენტინის ეროვნული ნაკრები დაბანაკდება. აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში, არგენტინელები პირობას დებენ, რომ მესი მინდორზე ერთ საათს მაინც გაატარებს.

კომენტარები