ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ხალხს სჭირდება ლიდერი, ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი

ეს უნდა აღინიშნოს ყოველთვის, ხაზგასმით, მინდა ყველას შევახსენო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, იყო აბსოლუტურად შეუძლებელი და წარმოუდგენელი. ჯერ ერთი, პარტია საერთოდ არ იარსებებდა და მეორე, რომ არ ყოფილიყო ლიდერი, გამაერთიანებელი მთელი ამ პროცესების, რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი.

ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყველას უნდა ახსოვდეს, ვინც არის ქართული ოცნების წევრი. რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩვენი ხალხის მეშვეობით, მაგრამ ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი, ლიდერი, რომელიც გააერთიანებს და კონსოლიდაციას გაუკეთებს პოლიტიკურ პროცესებს, ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომლის თაოსნობით მთელ ამ პროცესებს გაუკეთდა ორგანიზება და შეუძლებელი შევძელით ჩვენ ყველამ ერთად, ხალხთან ერთად

ყოფილი პრემიერმინისტრი, ამჟამად ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები