ქართული ოცნება

ბაქრაძე: ღარიბაშვილის დაბრუნება თვალსაჩინო სიმბოლოა, რამდენად ღრმა კრიზისშია ხელისუფლება

მივესალმები ღარიბაშვილის დაბრუნებას ქართულ ოცნებაში - ეს არის თვალსაჩინო სიმბოლო, რამდენად ღრმა პოლიტიკურ, მორალურ და საკადრო კრიზისშია დღევანდელი ხელისუფლება.

ის, რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა წინ ვერ მიჰყავს და საქართველო უკან ბრუნდება, ყველამ ვნახეთ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ღარიბაშვილის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ მარტო საქართველო კი არა, თვითონ ქართული ოცნებაც უკან ბრუნდება

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე.

კომენტარები