ცხოველები

ფილიპინების აეროპორტში პოლიციამ 1500-ზე მეტი ცოცხალად შეფუთული კუ იპოვა

ფილიპინების პოლიციამ მანილას აეროპორტში 1500-ზე მეტი ცოცხალად შეფუთული კუ იპოვა.

რეპტილიები ოთხ ჩემოდანში იყვნენ განაწილებულები, მათი გაყიდვა კი 4.5 მილიონი პესოზე (86631 დოლარი) მეტად იყო შესაძლებელი.

პოლიციას ფიქრობს, რომ ჩანთები მას შემდეგ დატოვეს, რაც ცხოველების არალეგალურად გადაყვანაზე მკაცრი სასჯელის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ჩემოდნების აღმოჩენის შემთხვევაში დამნაშავეებს 2-წლიანი პატიმრობა და ჯარიმად 200 ათასი პესოს გადახდა მოუწევდათ.

1529 სხვადასხვა ჯიშის კუ ბარგში კვირას იპოვეს.

ზოგიერთი მათგანი სულკატა კუა, ეს სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია. ასევე მათ შორის წითელყურა კუც აღმოჩნდა. 

ფილიპინების ფინანსური დეპარტამენტის თქმით ჩემოდნების პატრონი ჰონგ კონგი-ფილიპინების რეისით ჩამოფრინდა. 

ცხოველები უკვე ველური ბუნების მონიტორინგის გაერთიანებაში არიან. 

კუებს ხშირად ეგზოტიკურ ცხოველებად ინახავენ, თუმცა აზიის ზოგ ნაწილში მათ ძვლებს ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ.

წინა კვირას 3 300 "დინგიანი კუს" გადაყვანას მალაიზიაში გემით აპირებდნენ, თუმცა მალაიზიის საზღვაო სააგენტომ კონტრაბანდისტები შეაჩერა. 

კომენტარები