R.Kelly

მომღერალი R Kelly სექსუალურ დანაშაულს უარყოფს

მომღერალი R Kelly სექსუალურ დანაშაულს უარყოფს. 

52 წლის მომღერალი, რომელსაც სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე ბრალი წარედგინა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

R Kelly პოლიციას 23 თებერვალს ჩაჰბარდა.

მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელი მუსიკოსი, R Kelly ხელშეუხებელი ჩანდა და პოპ-მუსიკის სამყაროში დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. 

მის მიმართ მძიმე ბრალდებები წლების განმავლობაში ისმოდა - ბავშვთა პორნოგრაფია, არასრულწლოვან გოგოებთან გარყვნილი ქცევა და სხვა, თუმცა, ყოველ ჯერზე მუსიკოსმა სასჯელს თავი აარიდა. 

ცოტა ხნის წინ, მაყურებლებმა დოკუმენტური ფილმიც იხილეს, სახელწოდებით "R Kelly-სგან გადარჩენა" (Surviving R. Kelly), სადაც მუსიკოსის დანაშაულების შესახებ დეტალურად არის საუბარი. მსხვერპლები ამბობენ, რომ მუსიკოსი მათზე სხვადასხვა ფორმით ათეულობით წლები ძალადობდა. 

კომენტარები