R.Kelly

R.KELLY სასამართლომ საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო

CNN

ამერიკელი არენბი მომღერალი, 3 გრემის მფლობელი R.Kelly ფედერალურმა სასამართლომ საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებასა და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში დამნაშავედ ცნო. მუხლი 10-დან 90 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პატიმრობის ზუსტ ვადას სასამართლო მოგვიანებით გააცხადებს.

ეს მეორე ფედერალური პროცესია, რომელიც მუსიკოსმა წააგო. 2021 წლის სექტემბერში სასამართლომ R.Kelly გამოძალვასა და ტრეფიკინგში დამნაშავედ ცნო და 30 წელი მიუსაჯა.

მუსიკოსს წინ კიდევ ორი სასამართლო პროცესი აქვს – ერთი მინესოტაში და ერთი ჩიკაგოში. პროცესების დასრულებამდე მომღერალი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

2019 წელს ჩიკაგოს პოლიციამ არ კელი დააკავა. მას სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ თავდასხმაში, გაუპატიურებაში, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში, გამოძალვაში, მოტაცებაში, საბავშვო პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობაში და საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების თანახმად R.Kelly-მ ასევე არასრულწლოვან რეპერზე, Alliyah-ზეც სექსუალურად იძალადა. 

კომენტარები