მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

ფოფხაძე: როცა უვადოდ დანიშვნის ინსტიტუტი ამ მოსამართლეების პირობებში შემოვიღეთ, შეგვეშალა

ეს უვადო მოსამართლეები ამ ქვეყნისთვის პრობლემა იქნება. მე ძალიან კარგად მესმის, რომ კანონიც უნდა მივიღოთ ძალიან მალე და მერე კონსტიტუციაც უნდა შევცვალოთ და უნდა ვაღიაროთ რომ შეგვეშალა, როდესაც უვადო მოსამართლეების ინსტიტუტი შემოვიღეთ ჩინჩალაძის, მურუსიძის და ამ ზონდერ მოსამართლეების პირობებში. ჩვენ იმ რეალობას, რაშიც ვარ თვალი უნდა გავუსწოროთ. უნდა მოვრჩეთ რაღაც კეკლუცობას, ასეთი განცხადებები რა საჭიროა საერთოდ ვერ ვხდები და ვის პოზიციებს აგულიანებს. 

უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვით საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიასა და უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ მხარს არ დაუჭერს.

კომენტარები