პროგრესს და განვითარებას ზოგჯერ თან სდევს სერიოზული რისკები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა ინტერნეტსივრცე გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებით, ასევე კარგია, როცა პირველი მოხმარების ასაკმა ბავშვებში დაიწია, მაგრამ არსებობს ინტერნეტსივრცეში იმგვარი ტიპის ინფორმაციები, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვთა ფსიქოემოციურ სტრუქტურას, მე ვსაუბრობ ინტერნეტსივრცეში, წელიწადში 100 000-ზე მეტი პორნო ინტერნეტსაიტის მოწოდებას. როგორც არსებობს ნარკოდამოკიდებულება, არსებობს ასევე პორნოდამოკიდებულება და მინდა გითხრათ, რომ მოზარდები არც თუ ისე იშვიათად უყურებენ სექსუალური ძალადობის სცენებს
საქართველოს პარლამენტი
ხუნდაძე: როგორც არსებობს ნარკოდამოკიდებულება, არსებობს ასევე პორნოდამოკიდებულება
tbl.ge/3ggz
დაკოპირდა

უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო ინტერნეტსივრცის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




