კრიმინალი

შსს: ზესტაფონში 32 წლის კაცმა ძმა მოკლა, ბრალდებული დაკავებულია

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

სამართალდამცველებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას - 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში დააკავა" - აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდება 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები