იდენტობის პოლიტიკა

თეთრკანიანი ქალი, რომელმაც კანის ფერი გაიმუქა ამბობს, რომ შავკანიანი შვილები ეყოლება

გერმანელმა მოდელმა, რომელმაც კანის ფერი გაიმუქა, რათა შავკანიანი ქალს დამსგავსებოდა, სატელევიზიო გადაცემაში თქვა, რომ სჯერა, მას და მის თეთრკანიან ქმარს შავკანიანი ბავშვები ეყოლებათ.

მარტინა ბიგი მელანინის ინექციებით კანს ორი წლის განმავლობაში იმუქებდა. მისი თქმით, "ტრანზიციის" შემდგომ ის შავკანიანი ქალი გახდა და დარწმუნებულია, რომ ქმართან ერთად შავკანიანი ბავშვი ეყოლება.

"კი, ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვი შავკანიანი იქნება."- ამბობს მარტინა. 

წამყვანმა მას ჰკითხა, ექნება თუ არა განსხვავებული დამოკიდებულება ბავშვის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ თეთრკანიანი ბავშვი ეყოლებათ. 

"ეს ჩემი და მაიკლის ნარევია. დარწმუნებული ვარ, შავკანიანი იქნება, ან შოკოლადიანი რძისფერი ან ცოტა უფრო ღია, არ აქვს მნიშვნელობა." - მიუგო მარტინამ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თეთრკანიანი ადამიანი ამტკიცებს, რომ რასა შეიცვალა. მაგალითად,  ამერიკელი აქტივისტი რეიჩელ დოზელმა საკუთარი თავი "ტრანსრასობრივად" გამოაცხადა. 

მარტინა ინექციებამდე

მარტინა მელანინის ინექციების შემდეგ

მარტიმა ქმართან ერთად გადაცემაში

კომენტარები