თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში H1N1-ის გამო სასწავლო პროცესი, ასევე საგამოცდო პერიოდი გადაიდო.
თსუ-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, თსუ-ში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები.
სწავლის პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.
ღორის გრიპის გამო სწავლა გადაიდო სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



