ივანიშვილის წერილმა, მე მგონი, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა სიტუაცია, ვიდრე იყო. ანუ მან ხელახლა გაუშვა ბესელია საპარლამენტო ხელმძღვანელობიდან, რომელიც გაშვებული იყო უკვე და ამაში ახალი არაფერია. და მან დაადასტურა, რომ ეს სია ასე ვერ გავა და საჭიროა ახალი რეგულაციები, ახალი ნორმები. შესაბამისად, ყველაფერი, გაჟღერებული სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფრაქციების თუ მხარეების მიერ, ხელახლა გააჟღერა და მე მგონი, ამ მომენტისთვის ბესელიას ფრთა უფრო გამარჯვებულია, ვიდრე კობახიძის ფრთა, (თუმცა, საბოლოო ჯამში, არ ვიცით, რა სია დამტკიცდება), ბესელიამ უკვე თქვა, არ მინდა ვიცესპიკერობა, არც ის კაბინეტი არ მინდაო, ანუ პრაქტიკულად ეს არის უკან მიდევნებული სანთელი
tbl.ge/3egf
დაკოპირდა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილის შესახებ.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




