ქართული ოცნება

ფოფხაძე: მე არ მომწონს ეს წესი - "ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღო"

მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც სათქმელია, ბოლომდე ითქმება, იმიტომ, რომ მე არ მომწონს ეს წესი - "ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღო". ეს წესი ჩემთვის არ არის მისაღები

გედევან ფოფხაძე ფრაქცია ქართული ოცნების სხდომის შემდეგ. ცნობისთვის, "ოცნებამ" მისი იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მან პირველ მოადგილედ სწორედ ფოფხაძე წარადგინა.

კომენტარები