კორპუსის ჩამონგრევა

მაშველებმა მაგნიტოგორსკში კორპუსის ნანგრევებიდან 11 თვის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს [ვიდეო]

bbc

მაშველებმა მაგნიტოგორსკში კორპუსის ნანგრევებიდან 11 თვის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ bbc ავრცელებს.

ჩვილი სახელად ივანი, -17 გრადუს ყინვაში ნახევრად ჩაცმული იყო ნანგრევებში. მას სერიოზული დაზიანებები აქვს და მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო მდგომარეობის მინისტრის თქმით, ბავშვის დედაც გადარჩა და ის უკვე გაემგზავნა  თავის შვილთან.

კორპუსის ნანგრევებში უკვე 8 გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს, შესაძლოა გარდაცვლილების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 36 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

მაგნიტოგორკში აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. კორპუსში 48 ბინა იყო და დაახლოებით 120 ადამიანი ცხოვრობდა.

 

კომენტარები