K POP

დემნა გვასალიას მაისური ქართული წარწერებით EXO-ს შემდეგ NCT-ის წევრსაც ეცვა

დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ქართულწარწერებიანი მაისური ჯგუფი NCT- ის წევრს, თეიონგს აცვია. მაისურზე საქართველოს დროშაა გამოსახული და "საქართველო" აწერია. აღსანიშნავია, რომ ასეთივე მაისური რამდენიმე დღის წინ EXO-ს სეჰუნსაც ეცვა.

დღეს სამხრეთ კორეაში KBS-ის მუსიკალური დაჯილდოება მიმდინარეობს. 

პირველ ვიდეოზე ასახულია ჯგუფი NCT-სა და EXO-ს კოლაბორაცია, ექსოს სიმღერა Monster-ზე.

სამხრეთ კორეული პოპ-ჯგუფი NCT- ი SM Entertainment-ის მიერ დაარსებული ჯგუფია. ჯგუფი 2016 წელს დადებიუტდა, ის შედგება NCT U, NCT 127-ისა და NCT Dream-ისგან. ენსითი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარები