K POP

BTS-ის სიმღერას DNA იუთუბზე KPOP ჯგუფებს შორის ყველაზე მეტი ნახვა აქვს

ბითიესი პირველი კორეული ჯგუფია, რომელმაც იუთუბზე 600 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

რეკორდის მოსახსნელად "ბრძოლა" ბლექფინქის DDU DU DUU DU-სა და ბითიესის DNA-ის შორის მიმდინარეობდა.

Blackpink-ის სიმღერას 593 378 037 ნახვა აქვს. 

BTS შვიდი წევრისგან შედგება (RM, JIN, SUGA, J-HOPE, JIMIN, V, JUNGKOOK). ჯგუფი კომპანია Big Hit Entertainment-მა დააარსა. მისი დებიუტი 2013 წლის 12 ივნისს შედგა, სიმღერით "No More Dream". 

ბითიესი ქეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. ალბომი Love Yourself:Tear გრემის ნომინანტია, ხოლო სიმღერა Idol-მა იუთუბზე 24 საათში 56 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.

კომენტარები