დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, მადლობა ღვთისა. ჩვენ ჩვენს ლოცვაში მხოლოდ ვთქვით, მომეცი უფალო, მილხინე უფალო. ყოველ გაჭირვების ჟამს ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას. დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმის შესახებ, რომ მაცხოვარს შეეგებნენ ათნი კეთროვანნი, ავადმყოფები – იესო, მოძღვარ, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი და მაცხოვარი ეუბნება, წადით და ეჩვენეთ მოძღვარს. ეს წესი იყო, მოძღვარი თუ დაადასტურებდა იმას, ის მორჩენილია, ის თავისუფალი იყო იმ ავადმყოფობისგან, როცა წავიდა მოძღვართან გზაში განიწმინდნენ. ერთი მათგანი დაბრუნდა მაცხოვართან, დავარდა მუხლზე და მადლობა შესწირა უფალს. უფალი ეუბნება, ათივე ხომ განიკურნეთ, ცხრა სადღა არიანო?! ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ამას, ჩვენ ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ უფალს. მაცხოვარი ეუბნება, სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ. ღმერთმა ინებოს, ჩვენც გვითხრას სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ.
tbl.ge/3d9k
დაკოპირდა

საქრთველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას.
ამავე თემაზე
- გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
- რუსეთის პატრიარქმა კირილმა პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა
- ილია მეორე ლეო XIV-ს პაპად არჩევას ულოცავს
- ილია II: ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია
- ჯაღმაიძე: პატრიარქს გადადგომის შესახებ ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები




