ქურდობა

შსს: წყნეთის გზატკეცილზე ბინის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

შსს-ს ინფორმაციით, სახლიდან ოქროსა და ძვირადღირებული ნივთების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს. 1993 წელს დაბადებული ბ.ფ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში აიყვანეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ოქროს ნივთები და ძვირადღირებული საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები