პირველად ცხოვრებაში ვიყავი პოლიტიკურ პროცესზე, სადაც მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც კი არ გასულა. სადაც ორი უტიფარი ტიპი, რომელსაც პროკურორები ჰქვია და რომელიც მარტო ლექსიკით კი არა, სახეებითაც კი ჰგავდნენ ანდრეი ვიშინსკის და რონალდ ფრაისნერს. აი ესენი ისხდნენ იქა და ადამიანს გამოუტანეს განაჩენი. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი და რომ გაჩუმდებით მეგობრებო, მერე დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძის განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას
tbl.ge/3d1c
დაკოპირდა
"ძალა ერთობაშიას" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე. სასამართლომ დღეს ენმ-ის წევრს დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამავე თემაზე
- რუსთავის საქალაქო სასამართლომ კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
- კირკიტაძე: ჩემს პროცესზე ერთი რამის სათქმელად შევდივარ, რომ არიან ივანიშვილის ნოტარიუსები
- ბოკერია: კირკიტაძის წინასწარი პატიმრობა არის სამართლებრივი აბსურდი და ცინიზმი
- ვაშაძე: ამ ხელისუფლებას რომ შეეძლოს მთელ ოპოზიციას ჩასვამდა ციხეში
- სასამართლომ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ უცვლელი დატოვა