ხორავას ქუჩის საქმე

ზაზა სარალიძე: პატრიარქმა სადილზე დამპატიჟა, მკვლელობის საქმეზე არ გვისაუბრია

rustavi2

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ცოლთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა. მისი თქმით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ზიარების შემდეგ, ილია მეორემ ის სადილზე მიიწვია.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პატრიარქთან ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით არ უსაუბრია. ილია მეორემ მას ხატები აჩუქა.

"კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით არაფერი გვისაუბრია. თავად უწმინდესმა დღეს დამპატიჟა ტაძარში, სადაც პირველად ვეზიარე და იქიდან სადილზეც დამპატიჟა. ცხოვრების მანძილზე დღეს უკვე მეოთხედ ვარ პატრიარქთან, პირველად ჩემი გვარის დალოცვაზე ვიყავი. ძალიან დიდი ძალა გადმოვიდა ჩემზე, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ტერიტორია არის სულიერი სიმშვიდის, რომ შედიხარ, სულ სხვა ძალით გამოდიხარ, დამშვიდებული“, - თქვა სარალიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა პატრიარქს 2 ივნისს და 18 სექტემბერსაც შეხვდა. მაშინ მათ მკვლელობის საქმეზე ისაუბრეს.

კომენტარები