კირკიტაძის საქმე

მოძრაობა ძალა ერთობაშია გურჯაანის სასამართლოსთან აქციას მართავს

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ რომ დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდონ. გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ საჭირო გახდა, კირკიტაძის საქმეს სტრასბუგში გაასაჩივრებენ. 

"თუ ხარ ე.წ ქართული ოცნების წევრი გაქვს იმუნიტეტი. არც დაგაკვებენ, არც ბრალს წარგიდგენენ და სასამართლოშიც არ მიგიყვანენ და თუ ხარ ოპოზიციის წევრი ეს ყველაფერი ერთ წამში ხდება. ყველა სასამართლო ინსტანციას გავივლით თუ საჭირო გახდა სტრასბურგამდე მივალთ. გადაადგილების უფლება შეუზღუდეს, სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს, შეკრების თავისუფლება შეუზღუდეს და კიტკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ სად ვცხოვრობთ?" - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ენმ-ის წევრი 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კახეთში მიმდინარე აქციაზე მონაწილეებსა და პოლიცილებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა და თელავისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა.

დავით კირკიტაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აგრძელებს.

კომენტარები