ოპოზიციის აქციები

კალაძე: იმ ხელისუფლების დედა ვატირე, ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს, იტრიალონ საწოლში

სასაცილოა, მათი განცხადებები. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტიაა. ჩვენმა მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები, ეს სიახლე არაა საზოგადოებისთვის. ჩვენ მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდეც და შემდეგაც ვისმენდით იმას რომ სურვილი აქვთ,რომ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს რა. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება. 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებულ აქციებს გამოეხმაურა.

კომენტარები