მოდა

საწყობის კონცეფცია - BALENCIAGA-ს მაღაზია მილანის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე

WWD

Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, მილანში ახალ მაღაზიას ხსნის 

ის მონტე ნაპოლეონეზე გაიხსნება, მილანის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე.

ორსართულიანი მაღაზიის ინტერიერი ინდუსტრიული ნათურებით, ღია, დაუფარავი მილებით, სადენებით და მოძრავი დახლებით იქნება გადაწყვეტილი. 

იატაკზე ხალიჩა იქნება, რომელზეც ბრენდის ლოგო იქნება გამოსახული, კედლები - ალუმინის იქნება, აქსესუარები კი შუშის დახლებში მოთავსდება. მაღაზიის ძირითადი ფერი - ნაცრისფერია. ხალიჩა, რომელიც მხატვარმა კაიეტანო ფერერმა შექმნა, დახურული ამერიკული კაზინოების ხალიჩების პრინტებით არის შთაგონებული და ფერების საოცარ შეხამებას წარმოადგენს. 


ფოტო: WWD

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიის დიზაინი შესაძლოა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ სტანდარტულია, თუმცა, ბრენდმა განაცხადა, რომ მისი ყოველი კედელი ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.'

დიზაინის საწყობით ინსპირირებული კონცეფცია ბალენსიაგამ პარიზში უკვე გამოიყენა, სადაც მაღაზია ერთი წლის წინ გახსნა. 

მილანში, მონტე ნაპოლეონეზე ბალენსიაგას მაღაზია, რომელიც ქალის და კაცის ტანსაცმელს ყიდის, ბრენდების - Buccellati, Baldinini და Swatch გასწვრივ განთავსდება, მის წინ კი Alberta Ferretti-ის და Malo-ს მაღაზიები იქნება. 

კომენტარები