მოსაწვევი ალბათ, გზაშია. არ მიმიღია, სავარაუდოდ, არ ვიქნები მიწვეული. არაფერი დაშავდება ამით, მაგრამ საინტერესოა, ვინ ადგენს სიას, არამგონია, სალომე ზურაბიშვილი ადგენდეს. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ადგენს. ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველოდი მიწვევას. არამგონია, დაპირისპირება იყოს "ქართულ ოცნებაში", ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა. ალბათ, იქნება საკადრო ცვლილება და გვაქვს მოლოდინი. არასოდეს დამიმალავს პირდაპირობა, მაგრამ არ მინდა, წუწუნი გამომივიდეს, რომ არ დამიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი როლი შევასრულეთ მეორე ტურში. თეატრი მე გავავსე და ველოდი, რომ სიტყვაც უნდა მეთქვა, მაგრამ ერთი საათით ადრე ჩამომაცილეს ამ პროცესებს. ვფიქრობ, მებრძოლი ადამიანების ჩამოცილება უნდათ ახლად მოსულ ადამიანებს. იგივე რომ არ მოხდეს, რაც პირველ ტურში, უნდა გავარკვიო ვინ ცდილობს გვერდზე გაგვწიოს. შევხვდები, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს, იქამდე სავარაუდოდ, პარლამენტში გვექნება შეხვედრა
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია
ნიშნიანიძე: ინაუგურაციის მოსაწვევი არ მიმიღია, უნდა გავარკვიოთ ვინ ცდილობს გვერდზე გაგვწიოს
tbl.ge/3chu
დაკოპირდა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "ართული ოცნებიდან", ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგირაციაზე დასასწრებად მოსაწვევი არ მიუღია. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- მომღერლები, მოდელები, პოლიტიკოსები - ვინ დაესწრო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას
- ბახტაძე: ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში
- ქანთარია: თუ დაპირისპირებაში ვინმეს გაეკაწრება რამე, მათთვის იქნება ძალიან კარგი
- კობახიძე სახალხო დამცველზე: ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ამ განცხადებას არ გააკეთებდა
- მდინარაძე: შეეძლოთ ყოფილიყვნენ აქ, არჩიეს შუბლი შუბლზე მიედოთ პოლიციელისთვის