ქართული მარში

ლორთქიფანიძე: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლება, აჯანყდეს

მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. მე ვპირდები ხელისუფლებას თუ პოლიტიკურ ბერკეტებს არ გამოიყენებენ, ეს აქცია აუცილებლად გადაიზრდება საყოველთაო, სახალხო, სრულიად ეროვნულ აქტში, აჯანყების აქტში. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს უფლება მინიჭებული აჯანყდეს. ისევე როგორც ნებისმიერ საჯარო პირს უფლება აქვს გაიფიცოს. მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, გამორთონ სერვერები და უარი განაცხადონ რეგისტრაციაზე და გაიფიცონ. ჩვენ, სრულიად ქართული საზოგადოება ვპირდებით, რომ დავიცავთ მათ უფლებებს. იმ შემთხვევაში თუ სრულიად ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების მოთხოვნები არ შესრულდება, დავიწყებთ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას. ეს იქნება ლეგიტიმური კონსტიტუციური აქტი. არ დავემორჩილებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ

დიმიტრი ლორთქიფანიძე და ძალადობრივი მოძრაობა ქართული მარში იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა.

კომენტარები