ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ფოცხიშვილი ინაუგურაციაზე: თამარ მეფესთან პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს

სალომე ზურაბიშვილი არის პირველი ქალი პრეზიდენტი, მაგრამ არ არის პირველი ქალი მეთაური საქართველოსთვის. მთავარი არის ის, რომ არსებობს "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" და ჩვენ ამ კუთხით არ მივუდგებით ალბათ.- ამის შესახებ მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა თქვა, რომელიც იმ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად მუშაობას დღეიდან დაიწყებს.

მისი თქმით, ინაუგურაციის სტილი ადგილთან იქნება მისადაგებული. ფოცხიშვილი ამბობს, რომ ღონისძიება იქნება მასშტაბური, მაგრამ არა პომპეზური. 

"ინაუგურაციის სტილი უნდა იყოს ღირსეული, უნდა იყოს იმ ფანტასტიური, სრულიად მაღალი სულიერების და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, იქ, სადაც ერეკლე მეფის სასახლეა. აქ არის არაჩვეულებრივი პატარა ეკლესია და ვფიქრობ, ის სისადავე, რომელიც იმ ადგილს აქვს, არის ქართული სულისთვის დამახასიათებელი. სტილი იქნება ადგილთან მისადაგებული. ღონისძიება იქნება მასშტაბური, მაგრამ არა პომპეზური, სადა ღონისძიება იქნება. პომპეზურობა ქართველებს არ გვიყვარს. ჩვენ ორგანულად უნდა შევერწყათ იმ გარემოს"- ამბობს მხატვარი.

მისივე თქმით, გაფორმების ფერებს ქვეყნის ეროვნული დროშა და გერბი გვკარნახობს, მაგრამ შესაძლოა ევროკავშირის დროშის ფერებიც დაემტოს

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა პარალელები თამარ მეფესთან, ის პასუხობს, რომ ჯერ კონკრეტულს ვერაფერს იტყვის.

" თუმცა, ეს პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს. ქალი პრეზიდენტი მაღალ იდეალებს გვახსენებს. რთული გამოცდის წინაშე ვდგავართ",- აღნიშნა თამარ ფოცხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.

 

კომენტარები