ზურაბიშვილის ინაუგურაცია

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად 23 კაციანი კომისია შეიქმნა

ტაბულა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად 23 კაციანი კომისია შეიქმნა. კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება პრემიერმინისტრმა დღეს გამოსცა

განკარგულების მიხედვით დამტკიცდა ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო 23 კაციანი კომისია. თავმჯდომარეა კახა კახიშვილი, მისი მოადგილეები გიორგი ჭოლაძე და ალექსანდრე დარახველიძე არიან. კომისიის წევრები ასევე არიან მინისტრების მოადგილეები და სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ 23 პირის გარდა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სთხოვეს კიდევ შვიდ პირს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეთხოვა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის კანდიდატურა.

პრემიერმინისტრის განკარგულებითვე, შესაბამის უწყებებს დაევალათ ფიცის დადების ცერემონიისთის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

საქართელოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. 

კომენტარები