რამდენადაც ვიცი, ბრძანებულებით იყო განსაზღვრული, რომ პარლამენტის ეზოში ყოფილიყო ინაუგურაცია და ახლა წვალობენ, რომ ის გააუქმონ და ახალი ბრძანებულება გამოსცენ. სალომე ზურაბიშვილთან სულ რაღაც წვალება და ჯახირია დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უარესი თავსატეხი იქნება მისი პრეზიდენტობა. გულახდილად რომ გითხრათ, ის რომ, მსგავსი ღონისძიებები რეგიონულ ქალაქში ტარდება, კარგია, ვინაიდან ყველას დაგვავიწყდა, რომ თბილისის გარდა დანარჩენი საქართველო არსებობს. მე პირადად ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, კარგია, თუ მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალაქიც გვაქვს. ეს არ არის ცუდი, რომ თელავმა მეტი დამსახურებული ყურადღება მიიპყროს, მითუმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი მეტი არ გვექნება. იმის გამო, რომ ზურაბიშვილისგან მეტს არაფერს კარგს არ ველოდები, თელავს მაინც გავუთქვათ სახელი
ზურაბიშვილის ინაუგურაცია
ელისაშვილი ინაუგურაციაზე: თელავს გავუთქვათ სახელი, ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი არ გვექნება
tbl.ge/3br0
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას
ამავე თემაზე
- გახარია: ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, პასუხისგებაში მიეცემა
- ზურაბიშვილის ინაუგურაციას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ სარქისიანი დაესწრება
- ბესელია თელავში ინაუგურაციაზე: მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი ყველას პრეზიდენტია
- სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად 23 კაციანი კომისია შეიქმნა
- ფოცხიშვილი ინაუგურაციაზე: თამარ მეფესთან პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს