ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ღამის 12:00 საათის მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, იმერეთიდან შემოსულია 350 შეტყობინება, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – 110, გურიიდან კი 15.
"იმერეთი – გამოძახებების უმრავლესობა (250) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას ახადა სახურავი.
სამეგრელო-ზემო სვანეთი – ძლიერმა ქარმა დააზიანა 1 ავტომანქანა, 46 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 44 ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები.
გურია – ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.
სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500 მეხანძრე-მაშველი",- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.