უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი

ქერჩის სრუტეში რუსეთმა უკრაინის სამ სამხედრო ხომალდს ცეცხლი გაუხსნა

უკრაინა-რუსეთი

ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. პრეზიდენტმა პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი შეკრიბა.

ინციდენტი დილით დაიწყო, როცა რუსეთის სასაზღვრო კატერმა უკრაინული ბუქსირი გატარნა. 

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

 

კომენტარები