იცით, რა არის, ციხეებში მართლა უხეში შეცდომები იქნა დაშვებული, ნაღდად. დასაწყისში, როცა საქართველო მთლიანად მაფიოზური ქვეყანა იყო და კრიმინალები მასობრივად იყვნენ ქუჩაში, მკაცრი ზომები იყო გამართლებული, მერე მაქსიმალურად უნდა გაგვეშვა და მაქსიმალურად არაციხის სასჯელები გამოგვეყენებინა მცირე დანაშაულებზე. ეს მომენტი ჩვენ მაშინ დავუშვით მართლაც, მაგრამ ახლა ისევ ქურდები დაეპატრონნენ ციხეებს, ისევ ადმინისტრაცია ქურდების მეშვეობით არკვევს პატიმრებთან და მათ ოჯახებთან ურთიერთობას და ისევ კრიმინალმა მოიმატა ქუჩებში 60%-ით, ეს არის ნორმალური სიტუაცია? ამიტომ უნდა იყოს კანონის უზენაესობა და არ უნდა იყოს ზედმეტი სიმკაცრე... და გადაცდომებზე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯონ, მათ შორის, ციხის თანამშრომლები
tbl.ge/3aep
დაკოპირდა
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook Live-ში.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს