დინამო არენა

თბილისში, სტადიონზე დასწრების ახალი რეკორდი დამყარდა

GFF.GE

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის, 52 214 მაყურებელი დაესწრო. ეს შედეგი უეფას ერთა ლიგის B, C და D დივიზიონებში საუკეთესო აღმოჩნდა.

გულშემატკივართა დასწრების მხრივ ყველა დივიზიონის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. (А) ინგლისი - ესპანეთი 81 392 
2. (A) საფრანგეთი - გერმანია 80 783 
3. (A) ინგლისი - ხორვატია 78221
4. (А) საფრანგეთი - ჰოლანდია 76 452 
5. (A) იტალია - პორტუგალია 73000
6.(А) გერმანია - საფრანგეთი 67 485 
7. (А) პორტუგალია - იტალია 52 635 
8. (А) ჰოლანდია - გერმანია 52 536 
9. (D) საქართველო - ყაზახეთი 52 214
10. (А) ესპანეთი - ინგლისი 50 335

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", საქართველომ ყაზახეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მატჩზე დასასწრები ბილეთები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაიყიდა.

კომენტარები