დინამო არენა

კობიაშვილი: ნებისმიერი არასპორტული საქციელის გამო, უეფა-ს შეუძლია თამაშის შეწყვეტა

ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია ნაკრების მატჩები. უსაფრთხოება ნებისმიერი ადამიანის ვინც სტადიონზე იქნება, გულშემატკივარს ვგულისხმობ. ეს არის ოფიციალური მატჩი და თავისთავად ამ თამაშს ჰყავს თავისი დელეგატი და ზუსტად აქედან გამომდინარე ვსაუბრობ. ნებისმიერი რაღაც არასპორტული საქციელი, რომელმაც შეიძლება  რაიმე სახის ნეგატივი გამოიწვიოს შეიძლება,  ძალიან მკაცრად იქნას შეფასებული. ამას წყვიტავს უშუალოდ დელეგატი. თუ რაიმე სახის ქმედება ხდება ტრიბუნაზე შეუძლია ასევე თამაშის ჩაშლა. თამაშის შეწყვეტა რომელსაც ვიტყოდი, რომ იქნება კატასტროფა ჩვენთვის. ჩვენ ეს არ გვჭირდება და მე დარწმუნებული ვარ რომ თითოეული გულშემატკივარი გაითვალისწინებს თავის პასუხისმგებლობას და პირველ რიგში მოვა იქ იმიტომ, რომ ჩვენ ნაკრებს დაუდგეს გვერდში და ვიზეიმოთ გამარჯვება

დღეს 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.

კომენტარები