გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი

გერმანული მედია: მიუნხენის "ბაიერნი" გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას ისევ ეცდება

GFF.GE

ერთა ლიგაში წარმატებული ასპარეზობის გამო, 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ევროპული მედია აქტიურად საუბრობს. Sport.de-ს ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი" "გენტის" ქართველი შემტევის შეძენას მეორედ ცდის. ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ჩაკვეტაძის გადაბირებას პირადად "ბაიერნის" პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ეცდება. 

მიუნხენელები ჩაკვეტაძის შეძენას 2017 წლის ზაფხულშიც ცდილობდნენ, მაგრამ ნახევარმცველი თბილისის "დინამოდან" "გენტში" გადავიდა. წელიწადნახევრის წინ, "ბაიერნი" ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს იხდიდა, ამ ეტაპზე კი, ფეხბურთელის ფასი საგრძნობლად გაზრდილია.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძის ტრანსფერით კატალონიის "ბარსელონაცაა" დაინტერესებული. Sport.de-ს ინფორმაციით, ბარსელონელმა სკაუტებმა ჩაკვეტაძის თამაშს თვალი "დინამო არენას" ტრიბუნიდან მიადევნეს. 

"ბარსელონასა" და "ბაიერნის" გარდა, ევროპულ მედიაში ჩაკვეტაძის სახელს "რომას", "ბორნმუთს", "ტოტენჰემსა" და "შახტარს" უკავშირებენ.

ჩაკვეტაძის ეფექტური მიღება ყაზახეთის ნაკრებთან მატჩში:

ჩაკვეტაძის გოლი ყაზახეთის ნაკრების კარში:

 

კომენტარები