Sex and The City

SEX AND THE CITY-ს მესამე ფილმში მისტერ ბიგის სიკვდილი იყო დაგეგმილი

E! news

Sex and the city-ს მესამე ფილმში მისტერ ბიგის სიკვდილი იყო დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მესამე ფილმი მისტერ ბიგის გარდაცვალებაზე და ქერი ბრედშოუს შემდგომ განცდებზე უნდა ყოფილიყო, სწორედ ამიტომ თქვა უარი ფილმში მონაწილეობაზე სამანტა ჯონსის როლის შემსრულებელმა, კიმ კეტრელმა.

სარა ჯესიკა პარკერის თქმით, ისინი ელაპარაკებდონენ კიმ კეტრელს, თუმცა სტუდიამ ვერ შეძლო მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

"ჩვენ ველაპარაკებოდით მას, მე მას იმეილით მივწერე, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ფილმის და ვისურვე, რომ როდესაც სცენარს წაიკითხავდა დაინახავდა იმ სილამაზესა და გულისტკივილს, რაც ჩვენ ყველამ დავინახეთ. მე მას ვერ დავაძალებდი, რომ ეს ყველაფერი დაენახა, სტუდიაშიც თქვეს, რომ მის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდნენ და ამიტომ ეს მორჩა. თუმცა, ეს არ არის გმირის მკვლელობა, ეს უბრალოდ ბიზნესია",- თქვა სარა ჯესიკა პარკერმა.

კომენტარები