არჩევნები 2018

სააკაშვილი: ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც არაფერი აქვს, ისევ არაფერი ექნება, ოღონდ თეთრ სიაში

თუკი ვინმეს ბიძინა ივანიშვილის კიდევ სჯერა, შევდივარ მის მდგომარეობაში. დღეს დილიდან იმდენი ტყუილები დააბრეხვეს, რომ მე თვითონაც ყურები მაქვს დაბოლილი და ბოლი გამომდის ყველა მხრიდან. თქვეს, რომ 600 000 ადამიანს ეხება ეს ინიციატივა და გაირკვა, რომ ეხება მხოლოდ იმათ, ვისაც აქვთ უიმედო ვალები 2000 ლარამდე, ეს ვალებია - ტოტალიზატორის, იქ ვიღაცამ აიფონი იყიდა და ვერ გადაიხადა...

ივანიშვილმა გვითხრა, რომ ახლა ვისაც არაფერი არ აქვს დღევანდელი მდგომარეობით, 15 დეკემბრის შემდეგ ისევ არაფერი ექნება, ოღონდ გადავა შავი სიიდან თეთრ სიაში. როგორც არაფერი გქონდათ, ისევ არაფერი გექნებათ, იქნებით ცარიელ-ტარიელები, ოღონდ თეთრ სიაში.

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

კომენტარები