არჩევნები 2018

ხუხაშვილი: უპასუხისმგებლობის სინდრომის პროვოცირებას ახდენს, მივიღებთ უფრო დიდ "შავ სიას"

ეკონომიკურად ეს პროცესის გაჯანსაღებას არ უწყობს ხელს, პირიქით, უპასუხისმგებლობის სინდრომის პროვოცირებას ახდენს და ჩვენ ცოტა ხანში, მივიღებთ უფრო დიდ "შავ სიას", ვიდრე გვაქვს დღეს. მოხდება ძალიან მარტივი რაღაც - ადამიანები, ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან, ახალ ვალებს აიღებენ და ახალი "შავი სია" გაკეთდება. პატიოსანი გადამხდელების თემა ცალკე თემაა, პატიოსან გადამხდელებს ეს აძლევს სტიმულს, რომ შეწყვიტონ პატიოსანი გადახდები და პოლიტიკურ კრიზისს დაელოდონ, შესაბამისად, ეს ეკონომიკას აზიანებს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში მთავრობის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვითაც, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. შეღავათები შეეხება მოვალეთა რეესტრში მყოფ იმ პირებს, ვისი სესხის დარჩენილი ძირი თანხაც 2 000 ლარს არ აღემატება. საქართველოს მთავრობის ცნობით, ვალების განულებისთვის საჭირო დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს ფონდი "ქართუ" ფარავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

კომენტარები