ან ინფორმაციის უზუსტობაა და არქონაა. ვინც ეს წერილი შეადგინა, მე ვფიქრობ, რომ არასწორი ინფორმაცია აქვს, ან ვიფიქრებ სხვა შემთხვევაში, რომ მიზანმიმართული დისკრიმინაციაა ჩემი პიროვნების. ჩემთვის ამ წერილში, რაც ცოტა სტრესული იყო და არაეთიკურად მეჩვენა, იყო ჩემს ჯანმრთელობის თემაზე შეხება, რამაც დანარჩენი, ყველა წერილის შინაარსი გადაფარა და ვერც გავიაზრე.
რაც შეეხება თვითონ თემის ფარგლებში, იქ ჯილდოს გადმოცემისას, არავის არ უთქვამს, რომ ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს მონაზონი. აქ იყო მითითებული, რომ ეს არის მართლმადიდებელი მონაზონი საქართველოში. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ჩემი აღკვეცა დიდ სქემაში არის ბერძნულ ეკლესიაში, მაგრამ ანუ ამისი ხაზგასმა რას ნიშნავს, რომ თუ ბერძნულ ეკლესიაში აღვიკვეცე, მე მართლმადიდებელი არ ვარ?