არჩევნები 2018

ზოიძე: საარჩევნო ციკლია ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე, ესე იგი, სიკეთე ვეღარ გაგიკეთებია?

არანაირი ტრანზაქცია არ ხდება ახლა, ხდება არჩევნების მერე, ეს არის დაპირება, დანარჩენს იურისტები გაარჩევენ, თუმცა, მორალურად თუ სხვა ნებისმიერი განზომილებით, ჩემთვის ეს არის უდიდესი ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების სოლიდარობის და თანადგომის კუთხით და არ მაინტერესებს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებია, დიდი ბოდიში რა. საარჩევნო ციკლია ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე, ე.ი. მაშინ სიკეთე ვეღარ გაგიკეთებია და ქვეყნის განვითარებისთვის ნაბიჯი ვეღარ გადაგიდგამს

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე TV პირველის ეთერში, კითხვაზე, ე.წ შავ სიაში მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალების განულება ხომ არ არის წინასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობა და შესაბამისად, წინასაარჩევნო დარღვევა.

კომენტარები