არჩევნები 2018

დავითაშვილი: ჭარბვალიანობის მოსაგვარებლად თუ ვინმეს ოდესმე რამე გაუკეთებია, ესაა ბახტაძე

რაც შეეეხება პრობლემას, ჭარბვალიანობასთან და ზოგადად კრედიტებთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე აქვს გაკეთებული, ან ოდესმე რამეა გაკეთებული, ვფიქრობ, ესაა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. მას ჰქონდა ინიციატივების მთელი პაკეტი, რომელიც მისი, როგორც პრემიერმინისტრის ახალი რეფორმის ნაწილი იყო. 

მათ შორის, ფინანსთა მინისტრობის დროსაც აქცენტებს აკეთებდა ჭარბვალიანობის პოლიტიკაზე, პრობლემებზე და მისი პოლიტიკა ამ პრობლემების მოგვარებას უკავშირდება. ამიტომ ხელისუფლებას დღეს აქვს მიდგომა, რომელიც ამ პრობლემის რეალურ მოგვარებას უკავშირდება, მათ შორის, ეს უკავშირდება მთელ რიგ რეგულაციებს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა რა პრობლემებშიც მოექცა ჭარბვალიანობის გამო, აღარ მოექცეს და იყოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. ეს არის სწორი, ეკონომიკური პოლიტიკა და არა პოპულიზმი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ცნობისთვის, პრემიერი მამუკა ბახტაძე საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას დღეს წარადგენს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი "ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოაცხადებს". იქამდე, ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. სწორედ ვაშაძის განცხადების შემდეგ გამართა ბრიფინგი კახა კალაძემ და თქვა, რომ მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს".

კომენტარები