არჩევნები 2018

კახიძე: მთავრობა ვერავის ჩამოაწერს ვალს, რადგან თავისას არაფერს ხარჯავს

მთავრობა ვერავის ჩამოაწერს ვალს, რადგან თავისას არაფერს ხარჯავს, მას ჩვენი ფული აქვს მიბარებული.

სახელმწიფო ბიუჯეტი არ წარმოადგენს ბატონი ბიძინას ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსის პირად სალაროს. ის ჩვენი გადასახადებისგან შედგება და კერძო ვალების გასასტუმრებლად არ არის გათვალისწინებული.

არ შეიძლება, რომ იმას, ვინც თავის სესხს პატიოსნად იხდის, სხვისი ვალი დაუმატო გადასახდელად.

ივანიშვილს აქვს სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტი პირადი აქტივი და შეუძლია, თამამად დაუბრუნდეს ქველმოქმედებას. მერე უნდა უფასო ფული გასცეს, უნდა უპროცენტო კრედიტი და უნდა საჩუქრებად არიგოს, მისი საქმეა.

დაწერა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ ფეისბუქზე. დღეს როგორც მმართველი გუნდი, ისე ნაციონალური მოძრაობა საუბრობს პროგრამაზე, რომელიც საბანკო დავალიანების მქონე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა შეღავათს ითვალისწინებს. ქართული ოცნება პროგრამის დეტალურად წარდგენას ხვალ გეგმავს. 

კომენტარები