NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
გეოლოგია

გრენლანდიის ყინულის საფარველის ქვეშ უზარმაზარი კრატერია

ხუთშაბათი, 15 ნოემბერი, 2018 - 20:19
tbl.ge/39h5
დაკოპირდა

გრენლანდიაში, ჰიავათას მყინვარის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმის და 31 კილომეტრის სიგანის დარტყმითი კრატერი აღმოაჩინეს. ის 1.5 კილომეტრის სიგანის ასტეროიდის მიერაა ამოთხრილი, რომელიც დედამიწას, სავარაუდოდ, 12 000-3 მილიონი წლის წინ, პლეისტოცენის ეპოქაში დაეჯახა. ეს პირველი კრატერია, რომელიც ადამიანმა ყინულის ქვეშ აღმოაჩინა. 

ახალაღმოჩენილი კრატერის არსებობა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გეოგენეტიკის ცენტრის მკვლევართა გუნდმა პირველად 2015 წლის ივლისში ივარაუდა. გრენლანდიის ყინულის საფარველის შესწავლას ისინი უკიდურესად მგრძნობიარე რადარების და ლაზერების მეშვეობით ცდილობდნენ, რათა ტოპოგრაფიული რუკა შეედგინათ. კვლევის პროცესში მათ წრიული ფორმის დაბლობი შენიშნეს, რომელზეც იეჭვეს, რომ კრატერი იყო.

ამ დროს, გერმანიაში, ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის მკვლევრებმა ახალი, მძლავრი  რადარულ სისტემა შექმნეს. 2016 წელს მეცნიერები ჰიავათას მყინვარზე გაფრინდნენ, ერთმა ჯგუფმა ამ სისტემის მეშვეობით ეს უჩვეულო დაბლობი უფრო დეტალურად შეისწავლა, მეორე ჯგუფმა კი მყინვარიდან გამომავალ ნაკადულებში ნალექის ნიმუშები შეაგროვა და მათი შემცველობა დაადგინა. 

"კრატერი უჩვეულოდ კარგადაა შენახული, ეს გასაკვირია, რადგან მყინვარის ყინული საკმაოდ ეფექტური ეროზიული აგენტია, რომელსაც დარტყმის კვალი სწრაფად უნდა გაექრო"- ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი კურტ კარი. 

ნაკადულები, რომლებიც ჰიავათას მყინვარიდან გამოედინება, შეიცავს "შოკური კვარცის" მარცვლებს. ზოგიერთი მათგანი ყავისფერი იყო, რაც ინტენსიური ენერგიის გამოთავისუფლების ნიშანია, ზოგმა კი ეგრეთ წოდებული შოკური მეტამორფოზა გაიარა და შუშად გარდაიქმნა. აღმოჩენილი ნალექი ასევე მდიდარია როდიუმით, პლატინით, პალადიუმით და სხვა მეტალებით, რომლებსაც მეტეორიტეტები შეიცავენ. კრატერის ზომის გათვალისწინებით, მკვლევართა გუნდი ვარაუდობს, რომ ასტეროიდი წონა 11-12 ტონა უნდა ყოფილიყო. 

კრატერის ზუსტი ასაკის დასადგენად მეცნიერები 1 კილომეტრის სიღრმის ყინულის გათხრას და იქ აღმოჩენილი ნიმუშების რადიოიზოტოპურ დათარიღებას გეგმავენ. ამან შესაძლოა დაადასტუროს აქამდე წინაღმდეგობრივი, "ადრეული დრიასული შეჯახების" ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, 11-12000 წლის წინ დედამიწაზე ასტეროიდის შეჯახებამ მამონტების, მასტოდონების და პრეისტორიული კლოვისური კულტურის გადაშენება გამოიწვია. 

ნაშრომი ჟურნალ Science Advances-ში ოთხშაბათს გამოქვეყნდა. 

კრატერიმეტეორიტიგრენლანდიაკვარციგეოლოგია

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 4 თებერვალი, 2019 - 12:40შევიდა თუ არა დედამიწა ახალ გეოლოგიურ ხანაში?

კომენტარები

ბოლო სიახლეები

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები BOG-ში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 16:00

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები BOG-ში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად (რ)

სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:53

სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი

უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობქარხანას "ნეპტუნის" სარაკეტო სისტემით დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:50

უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობქარხანას "ნეპტუნის" სარაკეტო სისტემით დაარტყა

საჭიროებს დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას - სარჯველაძე დიუშენზე
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:27

საჭიროებს დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას - სარჯველაძე დიუშენზე

კობახიძესთან შეხვედრას დაპირების ფორმა არ ჰქონია, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება - გვიშიანი
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:10

კობახიძესთან შეხვედრას დაპირების ფორმა არ ჰქონია, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება - გვიშიანი

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში