ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება

ტაბულა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. ის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ცოტახნის წინ მივიდა. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ სარალიძის გამოკითხვა, მის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტს უკავშირდება. 

ზაზა სარალიძის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ის Facebook-ში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს და პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს. 

გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. 

კომენტარები