აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ყოფილი თანაშემწეები ამბობენ, რომ მას თითქმის გადაწყვეტილი აქვს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა:
მარკ პენის და ენდრიუ სტეინის თქმით ჰილარის დაუსრულებელი მისია აქვს, გახდეს აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი, და ამას გარდა მას პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, რომელიც ჰილარის დაკავებას მოითხოვდა, პირადი უკმაყოფილება აქვს:
"ის არ დაუშვებს, რომ დამწყები, გამოუცდელი ადამიანის წინაშე შეურაცხმყოფელი დამარცხება მისი კარიერის დასარულად იქცეს." ამბობენ ისინი და განმარტავენ, რომ კლინტონს საკუთარი შეცდომების გასაანალიზებლად 2 წელი ჰქონდა და ახლა ის ახალი სტრატეგიით დაბრუნდება.
თავად ჰილარი კლინტონმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ პრეზიდენტობა სურს, თუმცა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა არა. იმავეს ამობს მისი ყოფილი მრჩეველი ფილიპ რეინესიც:
"უფრო მოსალოდნელია, რომ მან ლატარია მოიგოს." თქვა მან.
პენის და სტეინის განცხადებას თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ. დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მთავარმა მრჩეველმა, კელიან კონვეიმ მათი სტატია საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა და დააწერა:
"ოჰ ღმერთო, გთხოვ, დიახ."