The Sopranos-ის ვარსკვლავი ედი ფალკო American Crime Story-ს ახალ სეზონში ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, ჰილარი კლინტონის როლს შეასრულებს.
American Crime Story რაიან მერფის მიერ შექმნილი ანტოლოგიაა, რომელიც გახმაურებულ კრიმინალურ ისტორიებს ეძღვნება. პირველი სეზონი ლეგენდარული ფეხბურთელის, ო.ჯეი. სიმპსონის სასამართლო პროცესს ასახავს, მეორე სეზონი ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას ფენს ნათელს. ახალი, რიგით მესამე სეზონი 1998 წელს, აშშ-ს პრეზიდენტის, ბილ კლინტონის გარშემო ატეხილ სექს სკანდალს შეეხება.
მომავალი სეზონის სახელია Impeachment. სერიალში ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკის კლაივ ოუენი და ბინი ფელდშტაინი განასახიერებენ. ახალი სეზონის პრემიერა 2021 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
1998 წელს კლინტონის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, მონიკა ლევინსკიმ აღიარა, რომ მოქმედ პრეზიდენთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. სკანდალს კონგრესის მხრიდან იმპიჩმენტის მცდელობა მოჰყვა. კლინტონმა თანამდებობა შეინარჩუნა, თუმცა, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემისთვის $90 000-ის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია, ასევე აეკრძალა იურიდიული საქმიანობა არკანზასის შტატში და აშშ-ს უზენაეს სასამართლოში ადვოკატის მოვალეობის აღსრულების უფლება ჩამოერთვა.
ედი ფალკოს მაყურებელი სატელევიზიო სერიალებიდან იცნობს. არაერთი ჯილდო და საყოველთაო პოპულარობა HBO-ს სერიალ The Sopranos-ში შესრულებულმა კარმელა სოპრანოს როლმა მოუტანა.