NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
თბილისის მერია

მერია: ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად

კვირა, 11 ნოემბერი, 2018 - 11:45
თბილისის მერია
თბილისის მერია
tbl.ge/38zl
დაკოპირდა

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მერიაში ამბობენ, რომ დეკემბერში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან.

მათი თქმით, მიმდინარე მოვლენებში თბილისის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ და განვმარტოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილი წერილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებისადმი.

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, თბილისის მერიას წერილით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. მოთხოვნა შეეხებოდა საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ, კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში, საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება. 

მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწლიურად, ტრადიციულად  იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში - აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა.

დედაქალაქის მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს. თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად",- ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე კვირაა, რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ. პოლიციასთან მომხდარი ერთერთი დაპირისპირებისას, ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. გუშინ მოქალაქეებმა აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გამართეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა - ისინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებოს ბრიგადამ გადაიყვანა.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, პეტიცია შეიქმნა. მისი ავტორები თბილისის მერიას მიმართავენ - "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს".

 

აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერადთბილისის მერია

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:12მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
  • ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 12:19ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
  • ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 12:0911 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
  • ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026 - 11:394 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან
  • ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 16:18მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:58

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:53

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:59

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:29

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:16

უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕