ხაბიბ ნურმაგომედოვი

ხაბიბ ნურმაგომედოვი: გვინდა, რომ მეივეზერთან ბრძოლა ლუჟნიკებზე გაიმართოს

MMA-ს მებრძოლს ხაბიბ ნურმაგომედოვს, რომელმაც ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია, სურს რომ ამერიკელი მოკრივეს რუსეთში, ლუჟნიკებზე შეებრძოლოს. 

ამის შესახებ ხაბიბმა Twitter-ზე დაწერა.

"რუსეთის კრივის ფედერაციის გენერალურ მდივანს შევხვდი. ჩვენ მეივეზერთან ბრძოლა განვიხილეთ და გვინდა, რომ ბრძოლა, რუსეთში ლეგენდარულ ლუჟნიკებზე გაიმართოს. დარწმუნებულები ვართ, რომ 100 ატას მაყურებელს მოვიზიდავთ და რეკორდს დავამყარებთ ფასიანი ტრანსლირების გაყიდვაში. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩემ გვერდით იქნება მამაჩემი რომელსაც რუსეთში ვიზა არ დასჭირდება. მივმართავ ჩემ გულშემატკივრებს, ხომ გჯერათ ჩემი, თუ თქვენც თვლით რომ მეივეზერი კრივით დამამარცხებს?- წერს მებრძოლი Instagram-ზე.

ლეგენდარული მოკრივე, ფლიოდ მეივეზერი ხაბიბ ნურმაგომედოვმა 14 ოქტომბერს გამოიწვია

ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა, რა თქმა უნდა, მეფე მე ვარ", - თქვა ხაბიბმა.

გამოწვევას მეივეზერი დათანხმდა და შეხვედრა ლას ვეგასში შესთავაზა. მოკრივემ ინსტაგრამზე დაწერა: Let's make Las Vegas Great Again - მოდი, გავხადოთ ლას ვეგასი კვლავ დიდებული. 

 

 

კომენტარები